2017 წლის 1 მარტიდან შპს ა-ნეტის და შპს დელტა-ნეტის მომხმარებლებს მომსახურებას მაგთიკომი გაუწევს

Print Version
განცხადება მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შესახებ
27 იანვარი 2017 წელი

2017 წლის 1 მარტიდან შპს „ა-ნეტის“  და შპს „დელტა-ნეტის“ მომხმარებლებს მომსახურებას მაგთიკომი გაუწევს.

2017 წლის 1 მარტიდან შპს „დელტა კომმი“, „ა-ნეტი“ და შპს „დელტა-ნეტი“ შეწყვეტს საცალო და კორპორაციული მომსახურების მიწოდებას. მათ ნაცვლად მომხმარებლებს მოემსახურება შპს „მაგთიკომი“. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან მომხმარებელმა ანგარიშსწორება უნდა აწარმოოს „მაგთიკომთან“.

ამჟამად „დელტა კომმში“, “ა-ნეტში” და “დელტა-ნეტში” მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რომლითაც განხორციელდება “ა-ნეტისა” და “დელტა-ნეტის”  შერწყმა(მიერთება) „დელტა კომმთან“ და ამავდროულად იგეგმება „დელტა კომმის“ კორპორაციული და საცალო მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა აქტივის გადაცემა მაგთიკომისთვის.

მხარეები გეგმავენ რეორგანიზაციის და აქტივების გადაცემის პროცესის დასრულებას მიმდინარე წლის 1 მარტისათვის, რის შემდეგაც „დელტა კომმის“, „ა-ნეტისა” და „დელტა-ნეტის” ნაცვლად მომსახურებას გაგიწევთ „მაგთიკომი.“

საკაბელო ინტერნეტის, IPTV-ის, ფიქსირებული ტელეფონიის, VOIP-ის, კოლოკაციის და ჰოსთინგის მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების თარიღიდან, მიმდინარე წლის 1 მარტიდან,  „მაგთიკომი“ ჩაანაცვლებს „დელტა კომმს“, „ა-ნეტსა“ „დელტა-ნეტს“ და იკისრებს ყველა იმ ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა იმ უფლებას, რაც გათვალისწინებულია თქვენსა და მომსახურების შესაბამის მიმწოდებლის შორის მოქმედ ხელშეკრულებაში.

რეორგანიზაციისა და აქტივების გადაცემის პროცესი და მომსახურების მიმწოდებლის ცვლილება არ შეაფერხებს თქვენთვის მომსახურების მიწოდებას.

მიმდინარე წლის 1 მარტიდან:
  • „მაგთიკომი“ უზრუნველყოფს თქვენთვის მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას;
  • მომსახურებას მიიღებთ მაგთიკომის ოფისებში (თბილისის ნებისმიერ ოფისში და რიგ რეგიონალურ ოფისებში);
  • გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი;
  • ცხელი ხაზის ნომერი რჩება უცვლელი.
! მნიშვნელოვანია, გადახდის დროს მომხმარებელმა გაითვალისწინოს:
მიმდინარე წლის 1 მარტიდან დელტა-ნეტის სააბონენტო ნომრებს წინ ემატება 0101 და ხდება 9-ნიშნა, ა-ნეტის სააბონენტო ნომრებს კი წინ ემატება 0202 და ასევე ხდება 9-ნიშნა.

მაგთიკომის საბანკო ანგარიში:
შპს „მაგთიკომი“
ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ N7
საიდ. კოდი: 204876606
ვითიბი ბანკი ჯორჯიას ცენტრალური ფილიალი:
ბანკის კოდი № UGEBGE22
ა/ა GE73VT6600000000423607

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!